მოზაიკური დეკორატიული ბათქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზაიკური დეკორატიული ბათქაშიბათქაში, რომელშიც შემავსებლად გამოყენებულია მარმარილოს, კვარცის, მალაქიტის ან ლაზურიტის ნაფხვენი, ხოლო შემკვრელად – აკრილური ფისები (სინთეზური ფისები მირებული აკრილური ან მეტაკრილური მონომერების პოლიმერიზაციით ან თანაპოლიმერიზაციით) მარკით: ESW 60-20, ESW 60-5, СА–60SA/12С, АК–50X/60С, XF10, XF15, XF25, XF70, Crystic Stonecast R935PA (პოლიეთერული ფისი აკრილური მოდიფიკაციის), CRYSTIC 406 PA V0.1 და სხვ. იგი წარმოადგენს აკრილური ფისისა და ქვის ნაფხვენის ნარევს დაფასოებულ მდგომარეობაში. ასეთი მასალით შესაძლებელია მივიღოთ უნიკალური კომპოზიციები კედლის ზედაპირების და ინტერიერების მოსართავად. მოზაიკური ბათქაში (მარმარილოს ნაფხვენით) ცნობილი იყო, ჯერ კიდევ, ძველ რომსა და საბერძნეთში, სადაც მას იყენებდნენ ტაძრებისა და სასახლეების გასამშვენიერებლად. შემდეგ იგი ფართოდ გავრცელდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

მოზაიკური დეკორატიული ბათქაში შემავსებელი მარცვლების ზომის მიხედვით შეიძლება იყოს: თხელფაქტურული, წვრილფაქტურული, საშუალოფაქტურული ან მსხვილფაქტურული (მითითებულია შეფუთვაზე). მარცვლების ზომებზე დამოკიდებულია არა მარტო მიღებული ზედაპირის სახე, არამედ მასალის ხარჯი, რაც მეტია მარცვლების ზომა, მით მეტია ბათქაშის ხარჯი. მსხვილფაქტურული ბათქაშის გამოყენება რეკომენდებულია შენობის ფასადებისა და ცოკოლის სართულების მოსაპირკეთებლად. ზოგადად, მოზაიკური ბათქაში უპირატესად გამოიყენება არასაცხოვრებელ სათავსებში (სააბაზანო, დერეფანი, ჰოლი, ინტერიერი, კიბის უჯრედი და სხვ.).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები