მოზამბიკ-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შეთანხმება 1984
მოზამბიკ-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შეთანხმება 1984 – („ნკომატის ხელშეკრულება“), ხელი მოაწერეს 16.III საზღვაო ქალაქ ნკომატიში. ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან. შეთანხმებაში თავდაუსხმელობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ მხარეებმა იკისრეს ერთმანეთის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მეორე მხარის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მომავალში მათ შორის წარმოშობილ შესაძლო უთანხმოებას და დავას მოაწესრიგებდნენ მოლაპარაკებების, არბიტრაჟისა და სხვა მშვიდობიანი საშუალებებით და არ მიმართავდნენ სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ძალის გამოყენებაში იგულისხმებოდა: სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, ან სამხედრო-საზღვაო ძალების გამოყენება: ამ ძალების თავმოყრა შეთანხმების მონაწილე მხარეების საზღვრებთან: მათი სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო საზღვრების დარღვევა. მოზამბიკი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეთანხმდნენ, მხარი არ დაეჭირათ ნებისმიერი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფის შეიარაღებული ძალებისათვის მეორე მხარის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული სუვერენიტეტის დასარღვევად. არ დაეშვათ მათი ტერიტორიის გამოყენება ბაზად ან ტრანზიტისათვის სხვა სახელმწიფოს მთავრობის, უცხო შეიარაღებული ძალების. ორგანიზაციების ან ცალკეული პირების მიერ, რომლებიც ამზადებდნენ ძალადობის, ტერორიზმის აქტებს ანდა აგრესიას მეორე მხარის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. შეთანხმება ითვალთვალება მხარეთა წარმომადგენლების მიერ უშიშროების საკითხთა გაერთიანებული კომისიის შექმნას შეთანხმების პირობების შესრულების შესამოწმებლად.