მოკლევადიანი მეხსიერების მოცულობის შემცირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოკლევადიანი მეხსიერების მოცულობის შემცირება - (memory span, reduction of), აზრობრივად დაუკავშირებელი ელემენტების (ნორმა 6-10) რაოდენობის შემცირება, რომლებიც ერთჯერადი თანმიმდევრული წარდგენის შემდეგ სწორად იქნება განმეორებული. მოკლევადიანი მეხსიერების მოცულობა წარმოადგენს მოკლე დროში ობიექტების აღქმის უნარის საზომს.