მოლა ნასრედინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლა ნასრედინის ქანდაკება იენიშეჰირში (თურქეთი)

მოლა ნასრედინი – მაჰმადიანური აღმოსავლეთის ენამოსწრებული ადამიანი, სასულიერო პირი, რომლის სახელთან მრავალი ანეგდოტი, ოხუნჯობა თუ კომიკური სიტუაციაა დაკავშირებული. დაზუსტებული არ იყო რეალური პიროვნებაა იგი თუ ფანტაზიის ნაყოფი, ან საიდან იყო წარმოშობით. მის სამშობლოდ სხვადასხვა ქვეყანას ასახელებდნენ. არც მისი მოღვაწეობის დრო იყო განსაზღვრული. ზოგი თვლიდა, რომ XIII-XIV საუკუნეებში ცხოვრობდა, ხოლო ზოგის აზრით XV-XVI ს. ამჟამად დადგენილია, რომ მოლა ნასრედინი რეალური პიროვნება ყოფილა. დაბადებულა ქ. აკშეხირში (მცირე აზია) XIII ს-ის დასაწყისში (1206 წ.). მის სახელს, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ზეპირსიტყვიერებაში, შემდგომ ეპოქებში შექმნილი მახვილსიტყვაობის ნიმუშებიც დაუკავშირდა. მოლა ნასრედინის ოხუნჯობების კრებული პირველად გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოვიდა სტამბოლში და თითქმის ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა ასეთი კრებული საქართველოში პირველად 1894 წელს გამოქვეყნდა. ამჟამად ნასრედინის ოხუნჯობათა რამდენიმე გამოცემა გაგვაჩნია. კრებული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; მასმი კარგადაა დახტული ყოფა-ცხოვრება, მისი ნაკლი, სასაცილო მხარეები. მოლა ნასრედინი. იმდენად პოპულარული ყოფილა ჩვენში, რომ ჩვეულებრიე საუბარში ხშირად დღესაც ახსენებენ ენამოსწრებულობის მისეულ ნიმუშებს.

გ. ბარნოვი

ლიტერატურა

მოლა ნასრედინი, ოხუნჯობანი, შეკრებილი და გამართული თ. სახოკიას მიერ, 1927;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები