მომვლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომვლები – წირთა ოჯახისა სიბრტყეზე (ზედაპირებისა სივრცეში), წირი (ზედაპირი), რომელიც თავის ყოველ წერტილში ეხება წირთა ოჯახის ერთ წირს (ზედაპირს) მაინც.

ვთქვათ მოცემულია C პარამეტრის შემცველი f(x,y,C) = 0 განტოლებით მოცემულ წირთა ოჯახი და ამასთანავე f(x,y,C) ფუნქციას აქვს პირველი რიგის კერძო წარმოებულები სამივე არგუმენტის მიმართ. მაშინ, მოცემულ წირთა ოჯახის მომვლების წერტილების x, y კოორდინატები აკმაყოფილებენ განტოლებათა სისტემას:

f (x,y,C) = 0,
f'c (x,y,C) = 0.

ამ სისტემიდან C პარამეტრის გამორიცხვით მივიღებთ მომვლების განტოლებას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები