მომწამვლავი ნივთიერებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომწამვლავი ნივთიერებები – მაღალტოქსიკური ქიმიური შენაერთები, რომლებიც ცოცხალი ძალის დაზიანებას იწვევენ. გამოიყენება ქიმიური საბრძოლო მასალების აღჭურვისთვის. მისი დამაზიანებელი მოქმედება განისაზღვრება მათი საბრძოლო მდგომარეობით და ხორციელდება სუნთქვის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, კანის და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის მეშვეობით.

მომწამვლავი ნივთიერებების საბრძოლო თვისებებია: ტოქსიკურობა, საბრძოლო კონცენტრაცია, დასნებოვნების სიმჭიდროვე, ჰაერის დასნებოვნების გავრცელების სიღრმე და სხვა.

განასხვავებენ: ნერვულმაპარალიზებელ, კანის დამაჩირქებელ და გამაღიზიანებელ მომწამვლავ ნივთიერებებს.

მომწამვლავი ნივთიერებები შეიძლება იყოს:

  • სიკვდილის გამომწვევი, პირადი შემადგენლობის დროებით მწყობრიდან გამომყვანი, სწრაფი და ნელა მოქმედი;
  • მდგრადი (მოქმედებს რამდენიმე კვირა) და არამდგრადი (რამდენიმე წუთს).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები