მომწვანო–წითური აბლაბუდიანი სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მომწვანო–წითური აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius rufoolivaceus. (Fr.) Fr. რუს.Паутинник рыже-оливковый)
ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ – გაშლილი, ლორწოიანია ზედაპირით, ცენტრში მეწამულ-ლურჯია, კიდეებისკენ კი – მუქი იისფერი, ფირფიტები ჯერ ყვითელია, შემდეგ კი – ჟანგისფერ–ყავისფერი.
ფეხი – 5-11 სმ სიგრძისა და 1,2-1,8 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვივით გამსხვილებული; ღვინისფერ-წითელია.
რბილობი – იისფერი, ქუდის ცენტრში კი – მკრთალ-ყვითელი.
სპორები – 11-14X7-8 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.