მონიეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონიეზია (Moniezia; ფრანგი პარაზიტოლოგის მონიეზის პატივსაცემად) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს.
სახეობები:
- Moniezia expansa (ლათ. expansus გაფართოებული) – პარაზიტობს ცხვრის, თხის, ძროხეულის, ირმის და სხვა გარეული მცოხნელი ცხოველების ნაწლავებში;
- Moniezia benedeni (ბელგიელი პარაზიტოლოგის ვან ბენედენის პატივსაცემად) – პარაზიტობს იმავე ცხოველების ნაწლავებში;
- Moniezia autumnalia (ლათ. autumnalis შემოდგომის) – პარაზიტობს ცხვრის და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ნაწლავებში.
მონიეზიოზის აღმძვრელები. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – საძოვრის ორიბატიდული ტკიპები.