მონიეზიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონიეზიოზი – (monieziosis; გვარის დასახელება Moniezia + ბერძნ. osis დაავადებები) – ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელები – Moniezia-ს გვარის ცესტოდები პარაზიტობენ მცოხნელ ცხოველთა წვრილ ნაწლავებში.
მონიეზიოზი გავრცელებულია ყველგან. უპირატესად ავადდებიან 1,5-8 თვის ასაკის ბატკნები, ციკნები და მიმდინარე წელს დაბადებული ხბოები. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.
სიმპტომები: დაკნინება, მოდუნება, დარბილებული ფეკალი, ფაღარათი. ფეკალი შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს და მ. პროგლოტიდებს. ბატკნები ჩამორჩებიან განვითარებაში და სუსტდებიან. ზოგ შემთხვევაში ვითარდება ნერვული ფორმა (უმიზნო მოძრაობა, ტორტმანით სიარული, კრუნჩხვა), რაც სიკვდილით მთავრდება.