მონიუშკო სტანისლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტანისლავ მონიუშკო – (5 მაისი 1819, უბელი, მინსკის მახლობლად – 4 ივნისი 1872, ვარშავა], პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე. 1830-იდან სწავლობდა მინსკის გიმნაზიაში, მეცადინეობდა კომპოზიციაში. 1837-40 ბერლინში ეუფლებოდა კომპოზიციას, საგუნდო დირიჟორობას. 1840-58 ცხოვრობდა ვილნიუსში; უკრავდა ორგანზე ეკლესიაში, 1850-იდან დირიჟორობდა საოპერო თეატრში. მონიუშკოს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ოპერა „ჰალკა“, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა პოლონურ ეროვნულ ოპერას. 1858-იდან მონიუშკო მუშაობდა ვარშავის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. ამ პერიოდში შექმნა კომიკური ოპერები: „გრაფის ქალი“~ (1860) და „პატიოსანი სიტყვა“ (1861), აგრეთვე ოპერები „მოჯადოებული ციხე-კოშკი“ (1865) და „პარია“ (1869). ოპერა „ჰალკა“ თბილისში დაიდგა 1882.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები