მონოდიური წყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონოდიური წყობა (მონოდია) – ერთხმიანი მუსიკალური ნაწარმოები – უნისონური ან ოქტავური ჟღერადობით, რომლის ფორმა ჩამოყალიბდა თვითკმარი მელოდიური საწყისის, საფუძველზე; სხვანაირად. მონოდიური წყობა ერთხმიანობაა, რომელსაც თანხლება არ სჭირდება. მონოდიური წყობა მრავალი ხალხის ვოკალურ ხალხურ მუსიკას ახასიათებს.