მონოდრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოდრამა – დრამატული ნაწარმოები შესრულებული ერთი მსახიობის მიერ. ასეთი იყო, არსებითად, არქაული, ესქილემდელი ბერძნული ტრაგედია (თესპიდე, ფრინიქე), რომელშიც ერთი მსახიობი ასახიერებდა სხვადასხვა პერსონაჟებს, სხვადასხვა კოსტიუმების და ნიღბების გამოყენებით. მონოდრამად იწოდება აგრეთვე პიესები, რომლებიც აგებულია ერთი მოქმედი პირის მონოლოგებზე. (ბერლიოზს დაწერილი აქვს მონოდრამა „ლელიო ანუ სიცოცხლისკენ მობრუნება“, შონბერგს – „მოლოდინი“, პულენკს – „ადამიანის ხმა“).





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები