მოპირკეთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოპირკეთება – საფარველი შრე ბუნებრივი ან ხელოვნური მასალებისაგან, რომელიც შენობის ზედაპირს იცავს მექანიკური და ატმოსფერული ზეგავლენისაგან და ემსახურება არქიტექტურული გაფორმების მიზნებს. მოპირკეთება შეიძლება იყოს გარე და შიგა. მასალის მიხედვით ცნობილია მოპირკეთების სახეები: აგურის, ბაზალტის, გრანიტის, მარმარილოს, ტუფის, ეკლარის, მოზაიკური და მისთ.