მორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორი

მორი – სუფთად ჩამოხერხილი ბოლოებით, ტოტებისაგან გაწმენდილი, გარკვეული სიგრძის, ხის ტანის მონაჭერი. გამოიყენება ხის სახლების, ხიდების, ანძების, კოშკების ასაგებად, ხიმინჯებად, ბიგებად მაღაროში, მაღაროსზედა ურნალების დასამზადებლად, ქარ- და თოვლსაფარი ფარების მოსაწყობად და სხვ., აგრეთვე მისგან დახერხილი მასალისა და ანათალი შპონის მისაღებად. მორს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს და ახასიათებს წოწება (დიამეტრის ცვალებადობა სიგრძეში), რომელიც ყოველ გრძივ მეტრზე შეადგენს დაახლოებით 1 სმ-ს. ჩვეულებრივ დიამეტრი, აიღება წვრილი ბოლოს ზომის მიხედვით. მრგვალი ხის მასალა დიამეტრის შესაბამისად მზადდება კუნძების (40-60 სმ), მორების (16-39 სმ), ლატანმორების (8-15 სმ) და ლატანების (2-7 სმ) სახით. მორის დიამეტრი მისი სიგრძის შუაში შეიძლება გამოვთვალოთ ფორმულით dსაშ = d + 0,4ℓ, სადაც d - წვრილი ბოლოს დიამეტრი, ℓ - მორის სიგრძე. მორების სტანდარტული სიგრძეებია: 4; 4,5; 5; 5,5; 6 და 6,5 მ.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები