მორკოვი არკადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არკადი მორკოვი (1745-1827), გრაფი, რუსი დიპლომატი. 1764 დაიწყო სამსახური საგარეო საქმეთა კოლეგიაში, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე რუსეთის მისიის შემადგენლობაში – ესპანეთში (1768), პოლონეთში (I772), ჰოლანდიაში (I775) და თურქეთში (1776). 1781-82 – რუსეთის მეორე დესპანი ჰოლანდიაში, მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში, სადაც ხელი შეუწყო ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) სამშვიდობო ხელშეკრულების 1783 ხელმოწერას. 1783-86 – დესპანი შვედეთში: 1786-დან – საგარეო საქმეთა კომისიის წევრი. ხელი მოაწერა მთელ რიგ სავაჭრო და სამოკავშირეო ხელშეკრულებებს. პეტერბურგის კონვენციებს 1793 და 1795. პავლე I-ის მეფობის წლებში (1796-1801) შერისხული იყო, 1801-03 – ელჩი საფრანგეთში. 1801 ხელი მოაწერა პარიზის საზავო ხელშეკრულებას და საიდუმლო კონვენციას, ასევე – რუსეთ-ესპანეთის სამშვიდობო შეთანხმებას. 1420 დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები