მოსეშვილი იასონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოსეშვილი იასონ პავლეს ძე - (1876, სოფ. გუბი, ქუთაისის მაზრ. – 1968, ქ. თბილისი ) - ქიმიკოსი, პროფესორი (1920).
სარჩევი |
ბიოგრაფია
1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე.
1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს. დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- ქსე, ტ. VII, თბ.,1984;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი