მოსკოვის თათბირი 1945

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის თათბირი 1945 (საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით). - ჩატარდა I6-26.XII ყირიმის (იალტის) და ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციების 1945 დადგენილებათა შესაბამისად. ხელი შეუწყო ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ომისშემდგომი მოწყობის საკითხთა მოგვარებას იტალიასთან, რუმინეთთან. ბულგარეთთან, უნგრეთთან და ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებათა შედგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები – საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (სსმს) წევრები. რომლებიც „წარმოადგენენ ანდა ... ითვლებიან კაპიტულაციის პირობების ხელმომწერ მხარეებად (იტალიისათვის – სსრკ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი; რუმინეთის ბულგარეთისა და უნგრეთისათვის – სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი; ფინეთისათვის – სსრკ და დიდი ბრიტანეთი). არა უგვიანეს 1.V.1946 სსმს-ს უნდა მოეწვია სამშვიდობო კონფერენცია სსმს-ს ხუთივე წევრის, ასევე „გაერთიანებული ერების ყველა წევრის მონაწილეობით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპაში მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში თავისი მნიშვნელოვანი კონტინგენტების – სამშვიდობო ხელშეკრულებათა პროექტების განსახილველად. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებასთან დაკავშირებით თათბირმა მიიღო გადაწყვეტილება იაპონიის კაპიტულაციის პირობების განხორციელების ორგანიზაციული პრინციპების შესახებ. თათბირის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას (რომელსაც შეუერთდა ჩინეთი) შორეული აღმოსავლეთის კომისიისა და სამოკავშირეო საბჭოს შექმნის შესახებ. თათბირის გადაწყვეტილება კორეის თაობაზე მიმართული იყო კორეაში იაპონიის კოლონიური რეჟიმის შედეგების ლიკვიდაციის, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ. ამ მიზნით გათვალისწინებული იყო კორეის დროებითი დემოკრატიული მთავრობის შექმნა, ხოლო მისი შექმნის ხელის შეწყობისათვის დაწესდა საბჭოთა-ამერიკული ერთობლივი კომისია. ჩინეთის საკითხზე, რომელიც განიხილებოდა მის ტერიტორიაზე გომინდანის მთავრობის მიერ აშშ-ის მხარდაჭერით დაწყებელი სამოქალაქო ომის გამწვავებასთან დაკავშირებით, თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ „ჩინეთის გაერთიანებისა და დემოკრატიზაციის აუცილებლობის, ეროვნული მთავრობის ყველა ორგანოში დემოკრატიული ელემენტების მოზიდვისა და სამოქალაქო ომის შეწყვეტის შესახებ, იმავდროულად აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჩინეთიდან უმოკლეს ვადაში „საბჭოთა და ამერიკული შეიარაღებული ძალების სასურველი გამოყვანის“ თაობაზე. საბჭოთა მხარემ უკეე 3.V.1946 მთლიანად დაასრულა თავისი ჯარების ევაკუაცია ჩრდილიო-აღმოსავლეთ ჩინეთიდან; რაც შეეხება აშშ-ს, მან შეინარჩუნა თავისს შეიარაღებული ძალები ჩინეთის ტერიტორიაზე და ამასთან გააძლიერა სამხედრო და ეკონომიკური დახმარება იან კაიშის გომისდანური მთავრობისათვის. თათბირის გადაწყვეტილებებში რუმინეთისა და ბულგარეთის შესახებ დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ რუმინეთისა და ბულგარეთის ცნობის პირობები, სსრკ-ს ამ ქვეყნებთან უკვე დამყარებული ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა, თათბირის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გაეროს გენერალური ასამბლეის 1 სესიაზე შეეტანათ, წინადადება „ატომური ენერგიის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც იმოქმედებდა გაეროს უშიშროების საბჭოს დირექტივებითა და მეთვალყურეობით!


იხილე აგრეთვე

პარიზის საზავო კონფერენცია 1946

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები