მოსკოვის თათბირი 1954

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის თათბირი 1954 (ევროპაში მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის თაობაზე) − ჩატარდა 29-XI-2-XII. მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, გდრ-ის, პოლონეთის, რუმინეთის, სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები. ესწრებოდა მეთვალყურე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. თათბირი მოიწვიეს საბჭოთა კავშირის ინიციატივით საერთაშორისო ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო 1954 წლის ოქტომბერში პარიზის შეთანხმების ხელმოწერით (რომელიც ითვალისწინებდა გფრ-ის რემილიტარიზაციას და მის ფაქტობრივ შესვლას ნატოში: ასევე დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ევროპაში კოლექტიური უშიშროების სისტემის შესახებ საბჭოთა წინადადების უარყოფით, თათბირის მონაწილეებმა განიხილეს მდგომარეობა ევროპაში და საკუთარ სახელმწიფოთა საზღვრების უშიშროების უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა, ამასთან ისინი მთლიანად დაეთანხმნენ „ევროპაში კოლექტიური უშიშროების შესახებ საერთო-ევროპული ხელშეკრულების“ საბჭოთა პროექტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. თათბირზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებმა განაცხადეს, რომ პარიზის შეთანხმებების რატიფიკაციის შემთხვევაში განახორციელებდნენ ერთობლივ ღონისძიებებს საკუთარი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და შესაძლო აგრესიისაგან მათი დაცვის მიზნით. მიღწეული შეთანხმებების თანახმად, 1955 წლის მაისში ვარშავაში ჩატარდა ევროპის ქვეყნების მე-2 თათბირი ევროპაში მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად. რომელზეც დაიდო ვარშავის ხელშეკრულება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები