მოსკოვის კონფერენცია 1942

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის კონფერენცია – 1942 საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. მიმდინარეობდა 19.30.X. კონფერენციაზე განიხილებოდა გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის ვადების შემცირების საკითხი და ამასთან დაკავშირებით ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის პრობლემა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ა.იდენმა და აშშ-ის სახელმწიფო მეთაურმა კ. ჰელმა თავი შეიკავეს რაიმე კონკრეტული ვალდებულებებისაგან. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის ვადები საბოლოოდ შეათანხმეს სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა თეირანის კონფერენციაზე 1942, სამი ქვეყნის მთავრობას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა შექმნეს ევროპის საკონსულტაციო კომისია ლონდონში, რომელსაც უნდა შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები სამი ქვეყნის მთავრობისათვის. მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია საყოველთაო უშიშროების, ასევე იტალიისა და ავსტრიის შესახებ. გამოქვეყნდა აგრეთვე დეკლარაცია ჰიტლერელთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე მათი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები