მოსკოვის ოქმი 1929
მოსკოვის ოქმი 1929 – (ბრიან-კელოგის პაქტის 1928 ვადამდე ამოქმედების შესახებ), ხელი მოაწერეს 9.II საბჭოთა კავშირმა, ესტონეთმა, ლიტვამ, პოლონეთმა და რუმინეთმა. რადგან პაქტის რატიფიკაცია თავდაპირველი მონაწილეების მიერ გაჭიანურდა. საბჭოთა მთავრობამ, რომელსაც სურდა დაეჩქარებინა მისი ამოქმედება, მიმართა მეზობელ ქვეყნებს წინადადებით, ხელი მოეწერათ ოქმზე, რომელიც გაითვალისწინებდა პაქტის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ოქმზე ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის; ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ოქმთან მიერთების შესაძლებლობას, ოქმის ძალაში შესვლას 1928 პაქტის ამოქმედებისაგან დამოუკიდებლად, იმ სახელმწიფოთაგან, რომლებსაც მიმართა საბჭოთა მთავრობამ, მხოლოდ ფინეთმა თქვა უარი მოსკოვის ოქმის ხელმოწერაზე. მალე ოქმს შეუერთდნენ თურქეთი, ირანი და ლიტვა. მოსკოვის ოქმმა გარკვეულწილად ხელი შეუწყო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცებას აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში.