მოსკოვის ხელშეკრულება 1997

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსკოვის ხელშეკრულება 1997რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა პრინციპებისა და მშვიდობის შესახებ. გაფორმდა 1997 წლის 12 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბ. ელცინისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ა. მასხადოვის ხელმოწერებით. მხარეებმა ოფიციალურად უარი თქვეს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაზე, საკამათო საკითხების გადაწყვეტისას ძალის გამოყენებაზე და გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთობების საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიხედვით წარმართვისთვის.

მოსკოვის ხელშეკრულებას წინ უძღოდა ა. მასხადოვისა და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ვ. ჩერნომირდინის მიერ 1996 წლის ნოემბერში ხელმოწერილი “დროებითი შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ”, რომლის ძალითაც რუსეთი იურიდიულად არ ცნობდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ფაქტობრივად თანხმდებოდა მის განსაკუთრებულ სტატუსზე.

ჩეჩნეთის საბოლოო სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო 5 წლის შემდეგ, ე.ი. 2001 წელს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები