მოსულის კონფლიქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსულის კონფლიქტი - დავა დიდ ბრიტანეთსა და თურქეთს შორის 1918-26 ნავთობით მდიდარი მოსულის ტერიტორიული კუთვნილების შესასებ. პირველ მსოფლიო ომამდე მოსული ქირქუქის, ერბილის და სულეიმანის რაიონებთან ერთად შედიოდა ოსმალეთის იმპერიის მოსულის ვილაიეთში. ომის შემდეგ ის ოკუპირებულ იქნა ინგლისელთა მიერ. 1920 სევრის საზავო ხელშეკრულებით მოსული შევიდა ერაყის შემადგენლობაში, რომელიც ამ დროს დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიას წარმოადგენდა, მაგრამ ანკარაში დიდი ეროვნული კრების მიერ შექმნილმა მთავრობამ ქ. ათათურქის მეთაურობით არ ცნო ეს ხელშეკრულება და მოითხოვა თურქეთისათვის ყველა ტერიტორიის, მათ შორის მისულის შენარჩუნება იმ საზღვრებში, რომლებიც არსებობდა 1918 მუდროსის დროებითი ზავის დადების დროს. 1922-23 ლოზანის კონფერენციაზე მოსულის საკითხმა გამოიწვია შეტაკება თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებს შორის. შეთანხმება არ მოხერხდა 1924 სტამბოლში ინგლის-თურქეთის მოლაპარაკების დროს, დიდმა ბრიტანეთმა ამის გამო მოსულის საკითხი განსახილველად გადასცა ერთა ლიგას. ერთა ლიგის საბჭომ 1924 წლის 29 ოქტომბერს თავის სხდომაზე ბრიუსელში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სადემარკაციო ხაზად დადგენილიყო ე.წ. ბრიუსელის ხაზი – ფაქტობრივი საზღვარი თურქეთსა და ერაყს შორის, რომელიც არსებობდა 1923 წლის 24 ივლისს – ლოზანის საზავო ხელშეკრულების 1923 ხელმოწერის დროს. ამის შედეგად მოსულის რაიონი დარჩა ერაყის შემადგენლობაში, 1926 წლის 5 ივნისს თურქეთმა ანკარაში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან და ერაყთან, რითაც ცნო „ბრიუსელის ხაზი“. თურქეთმა მიიღო უფლება 20 წლის მანძილზე მიეღო მოსულის ნავთობიდან ერაყის მთავრობის შემოსავლის 10 პროცენტი,


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები