მოტივი (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოტივი – (ლათ. moveo – მოძრავი), ლიტერატურელი ნაწარმოების ძირითადი თემის შემადგენელი ნაწილი ან პარალელური, არა ძირითადი თემა. ამავე დროს მოტივი ეწოდება სიუჟეტიან ნაწარმოებში თხრობის, მოქმედების განვითარების უმცირეს ნაწილს, ელემენტს. ერთმანეთისაგან არჩევენ დინამიკურ და სტატიკურ ან თავისუფალ მოტივებს. პირველი თხრობის, მოქმედების განვითარებას იწვევს, ახალ სიტუაციას ქმნის, რის გამო მისი ამოღება სიუჟეტის თანმიმდევრობას არღვევს; მეორე კი მოცემული სიტუაციის, მოქმედების დახასიათებას გაშლას, ხაზგასმას, ახალი დეტალებით წარმოსახვას ემსახურება. ამიტომ იგი თავისუფალია, ე. ი. სიუჟეტს არ განეკუთვნება და ამ უკანასკნელის განვითარებისა და მთლიანობისათვის არა აქვს მნიშვნელობა.