მოქვი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოქვი – (აფხ. Мықә), მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

მოქვი აფხაზეთის მნიშვნელოვანი მდინარეა, რომელიც სათავეს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს და შავ ზღვას ოჩამჩირის მახლობლად ერთვის. მდინარის სიგრძეა 47 კმ, აუზის ფართობი 336 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.


მდ. მოქვთან მისი მარჯვენა შენაკადის მდ. დვაბის შეერთების ადგილას მდებარეობს მოქვის ტაძარი, X-XVII სს. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი. ვახუშტი ბაგრატიონი მოქვის შესახებ გადმოგვცემს: „ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე … ამ მდინარის ზედა, მთაში, არს მოქუს ეკლესია“ (ქც 4: 780,20-22).



წყარო

აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები