მოქლონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოქლონი

მოქლონი – სამაგრი დეტალი, რომელიც შედგება ღეროსა და ჩასატანებელი (ამოსავსები) თავისაგან. მოქლონურ შეერთებაში ღეროს თავისუფალ ბოლოს უკეთებენ განმოქლონვას ჩამკეტი თავის შექმნისათვის. თუ მოქლონად გამოიყენება უბრალო გლუვზედაპირიანი ლითონის ღერო, მაშინ ორივე ჩამკეტი თავი ერთდროულად დაიშტამპება სპეციალური დანადგარის (მანქანის) საშუალებით. პრაქტიკაში ცნობილია ასაფეთქებელი მოქლონიც, რომლის ღეროს თავისუფალი ბოლო განმოქლონდება მინიაფეთქების საშუალებით. მოქლონის მასალა ისეთივე უნდა იყოს, როგორც შესაერთებელი ელემენტების, რათა ადგილი არ ჰქონდეს ელექტროქიმიურ კოროზიას და შეერთებებში ტემპერატურული ძალვების გაჩენას. არსებობს მოქლონის სახეები: ნახევარწრიული თავით, ნახევრადფარული თავით, ფარული თავითა და კონუსური ამაღლებული თავით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები