მოშავო ხრაშუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Moshavoxrashuna.PNG

მოშავო ხრაშუნა (ლათ. Russula nigricana (Bull.: MER. Fr.) რუს. Сыроежка чернеющая)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცული, შემდეგ შუაში ჩაღრმავებული, ჯერ თეთრია, შემდეგ ყავისფერი და ბოლოს – მოშავო, ფირფიტები სქელი, მეჩხრად განწყობილი, ჯერ თეთრი, შემდეგ ნაცრისფერი, გადატეხისას წითლდება.

ფეხი – 3-8 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა; ცილინდრულია, ჯერ ფერისაა, შემდეგ კი – შავი.

რბილობი – თეთრი, გადატეხისას ვარდისფერ-ნაცრისფერი ხდე შემდეგ კი შავდება, მოტკბო გემო და სუნი აქვს.

სპორები – თითქმის სფეროსებრია, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6-8X6-7 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები