მოშუშული ყველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოშუშული ყველი − მოშუშებული ყველის მისაღებად გობზე ღვალოს ნედლ ფოთლებს დააფენდნენ, შემდეგ გორჯო ყველს დააყრიდნენ, ზემოდან იგივე დვალოს ფოთლებს და შალის რბილ ნაჭერს გადააფარებდნენ, გობს კერასთან ახლოს დადგამდნენ და კასრის სახურავს მჭიდროდ მოარგებდნენ. დაახლოებით ერთ კვირაში ყველი გობში კარგად „ჩაშუშდებოდა” და გაყვითლდებოდა, ყველს ქვაბში ჩაფშვნიდნენ, რძეს დაასხამდნენ, მარილს დააყრიდნენ და ნელი მორევით ნელ ცეცხლზე ადუღებდნენ. ყველი თაფლივით უნდა გასქელებულიყო. შემდეგ მას ქილებში ჩაასხამდნენ. მოშუშული ყველი კარგი გამძლეობით ხასიათდებოდა.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1978:271.