მოჩვენებანი (იბსენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მოჩვენებანი“ – ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა.

„მოჩვენებანი“იბსენის მეტად დრამატული და ქმედითი პიესაა. აქ დრამატურგი დაინტერესებულია მემკვიდრეობითობით, თუ როგორ აისახება ადამიანზე მისი წინაპრების საქციელი, მათი ჩადენილი ცოდვები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პიესაშია დასმული, არის ის, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - მოვალეობები თუ ცხოვრებით ტკბობა, ყოველი წუთის დაფასება და გამოყენება. აქ მთავარი მოქმედი პირი ქალია, „სულიერად ძლიერი“ (როგორც მას შვილი უწოდებს) ქალი, ფრუ ალდვიგი, რომელმაც საკუთარ მოვალეობებს შესწირა სიყვარული, სულიერი სიმშვიდე და სიმართლეც კი. საშინელი სიმართლე, რომელიც მითს მისი ოჯახის შესახებ გააცამტვერებს, მოჩვენებასავით სულ თან სდევს ფრუ ალდვიგს. ტყუილი სიკეთისთვის - კრახით სრულდება, სიმართლეს ფარდას თვით ეს გონიერი ქალბატონი ახდის, პიესა ტრაგიკულად, ვაჟის, ოსვალდის, სიკვდილით, რეგინას იმედგაცრუებით მთავრდება.

ამ შემთხვევაში, იბსენი დაუნდობელია ტყუილის მიმართ, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით იყოს გამოწვეული. ის თვლის, რომ დროულად გამჟღავნებული სიმართლე ცხოვრების თავიდან დაწყების და გაგრძელების საწინდარია, ხოლო ტყუილი მაინც გაცხადდება და ისეთ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს, როგორც პიესა მთავრდება. ადამიანის მიერ ჩადენილი არც ერთი საქციელი უკვალოდ არ ქრება, ამ საქციელს აუცილებლად მოყვება შედეგი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს. ასეთია პიესის მორალი.

მოჩვენებანი ქარტულ სცენაზე

ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებანის“ დადგმა თემურ ჩხეიძემ 1976 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განახორციელა. ფრუ ალდვიგს ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა, პასტორ მანდერსს - აკაკი ვასაძე, რიგინას - სოფიკო ჭიაურელი, ოსვალდს - ნოდარმგალობლიშვილი, რიგინას მამას - გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლი დიდი წარმატებით სარგებლობდა ქართველ მაყურებელთა შორის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები