მოცულობითი აფეთქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
MoculobiTi afeTqeba.jpg

მოცულობითი აფეთქება - საწვავი ნივთიერებების და მჟანგველის აირისებრი ან აეროზოლური ნაზავის აფეთქება, რომელიც მოქცეულია დახშულ (ნახევრად დახშულ) სივრცეში, ან წარმოადგენს გარემოში არსებულ თავისუფალ ღრუბელს. მოცულობითი აფეთქების აუცილებელი პირობაა საწვავის და მჟანგველის გარკვეული თანაფარდობა და მაინიცირებელი იმპულსი.

მოცულობითი აფეთქებისათვის ატმოსფეროს ჟანგბადის გამოყენების შესაძლებლობამ განაპირობა ისეთი მოცულობითი დეტონირების საბრძოლო მასალების შექმნა, რომლებიც გამართულია მხოლოდ საწვავი კომპონენტებით (ეთილენის ჟანგი, პროპილენის ჟანგი, მეთანი, ბენზინი, ალუმინი და სხვა).

აირ-ჰაერის ნაზავის ღრუბლის აფეთქების ენერგია შეიძლება რამდენჯერმე აღემატებოდეს იმავე მასის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების ენერგიას. მოცულობითი აფეთქების დამაზიანებელ მოქმედებას აძლიერებს ამ ნაზავის უნარი ჯერ კიდევ აფეთქებამდე შეაღწიოს ადგილმდებარეობის ნაოჭებსა და ნახევრად დახშულ არეებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები