მოცხარის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოცხარის ლიქიორი
800 გრ შაქარი;
2 ჭიქა წყალი;
8-10 მოცხარის ფოთოლი;
მოცხარი;
არაყი ან სპირტი.
ქილის 3/4 შევავსოთ მოცხარის მარცვლებით, დავუმატოთ მოცხარის ფოთლები და ზემოდან დავასხათ არაყი ან სპირტი და გავაჩეროთ 6-7 კვირის განმავლობაში. ცალკე მოვამზადოთ სიროფი წყლისა და შაქრისაგან. შემდეგ ქილიდან გადმოვწუროთ წვენი (გავწუროთ მოცხარი), დავუმატოთ სიროფი, კარგად ავურიოთ, ჩამოვასხათ ბოთლებში, დავახუროთ თავსახური და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილზე.