მოძრავი გადამღობი რაზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოძრავი გადამღობი რაზმი - დროებითი სამხედრო ფორმირება, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ოპერაციის (ბრძოლის) მსვლელობისას ნაღმის ასაფეთქებელი ღობურების მოსაწყობად და ნგრევისთვის იქმნება; ჯარების ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი.

მოძრავი გადამღობი რაზმის საფუძველს შეადგენენ საინჟინრო ჯარების ქვედანაყოფები (ნაწილები). მოძრავი გადამღობი რაზმებს შეუძლიათ იმოძრაონ და განახორციელონ დანაღმვა შვეულმფრენებიდან.

თავიანთ ამოცანებს რაზმები ასრულებენ I და II ეშელონების ჯარებთან, საერთო-საჯარისო და ტანკსაწინააღმდეგო რეზერვებთან თანამოქმედებით, ზოგჯერ - დამოუკიდებლად. ადრე მას ეწოდებოდა გადამღობი რაზმი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები