მოძრავი თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოძრავი თეატრი – თეატრი, რომელიც სპექტაკლებს უჩვენებს სხვადასხვა ტერიტორიულ პუნქტებში. მოძრავ ხასიათს ატარებდა სახალხო თეატრების უმრავლესობის მოღვაწეობა: ანტიკური მიმების, სკომოროხების, შუა საუკუნეების მოხეტიალე კომედიანტების და სხვ, მაგრამ სიტყვის ზუსტი გაგებით, როგორც პროფესიონალური სანახაობითი წარმოდგენის განსაკუთრებული ფორმა, მოძრავი თეატრები იქმნება XIX საუკუნეში მრავალ ქვეყანაში.