მოძრაობის დარღვევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოძრაობის დარღვევა -(movement disorder), ნებისმიერი, აშლილობათა ფართო სპექტრიდან, რომელიც ხასიათდება მოძრაობის დარღვევით.
ეს დარღვევები მოიცავს აკინეზიას (მოძრაობის დაწყების სიძნელე) და დისკინეზიის სხვა ფორმებს, მათ შორისაა: ტრემორი, ქორეა, ტორსული სპაზმი, კისერმრუდობა, დისტონია, კიდურების ფართოამპლიტუდიანი ჰიპერკინეზი, ტიკები და მიოკლონუსი.
მოძრაობის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი შიზოფრენიული სინდრომის ჩარჩოებში და არც თუ იშვიათია ნეიროლეფსიური პრეპარატების მიღების შემდეგ.