მოწითალო-მურა ტრიქოლომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Moeitalomura.PNG

მოწითალო-მურა ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma ustale (Fr.) Quel. რუს. Рядовка красно-бурая)

ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, განიერზარისებრია, შემდეგ – ამობურცული, ლორწოვანი ზედაპირით, სადაა, მოწითალო ან წაბლისფერ მურაა, ფირფიტები შეზრდილია ან ამოკვეთილი, მოთეთრო, მურა ლაქებით, მომწიფებისას მუქდება.

ფეხი – 4-6 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირში დაწვრილებულია, მთლიანია, მოთეთრო, შეზრდილი სიგრძივი მოწითალო-მურა ბეწვებით.

რბილობი – თეთრია, ჰაერზე ოდნავ წითლდება, მომწაროა.

სპორები – 5-7X3-5 მკმ, კვერცხისებრია, სადა, უფერული.

იზრდება ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები