მოხეტიალე პაციენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოხეტიალე (მომთაბარე) პაციენტი - (peregrinating patient), პირი, რომელიც შეეჩვია სტაციონარული პაციენტის ცხოვრების სტილს და გადაადგილდება ერთი საავადმყოფოდან მეორეში, ერთი ექიმიდან – მეორესთან, მწვავე, მათ შორის – ქირურგიული პათოლოგიის სიმპტომებით. პაციენტები ახდენენ ამ სიმპტომების იმიტაციას, წინასწარგამიზნულად გამოწვევას ან აგრავაციას.
სინონიმი
- სინდრომი, მიუნჰაუზენის;
- ჰოსპიტალიზმის სინდრომი (ჰოსპიტალური მიჩვევა);
- ქრონიკული აშლილობა, სომატური სიმპტომების იმიტაციით ;
- პათომიმიკრია.
იხილე აგრეთვე
- სიმპტომების განზრახ გამოწვევა ან იმიტაცია
- „საავადმყოფოს კალიას“ სინდრომი