მოხეტიალე სიუჟეტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოხეტიალე სიუჟეტები – მრავალი ქვეყნისა და ხალხის ფოლკლორში გავრცელებული მსგავსი სიუჟეტის მქონე ნაწარმოებნი, რომელნიც ნასესხობის თეორიის თანახმად ერთ ქვეყანაში, ერთ ადგილას არიან შექმნილი და აქედან, სესხების გზით გადავიდნენ სხვა ხალხებში ღა ფართო გავრცელება ჰპოვეს. სიუჟეტების ამგვარ მსგავსებას, ნასესხობის გარდა, სიუჟეტების თვითჩასახეით ან ტიპოლოგიური მსგავსებით ხსნიან, მოხეტიალე სიუჟეტების რიცხვს ეკუთვნის, მაგ., მამა-შვილის ბრძოლის სიუჟეტი, რომელიც გვხვდება სპარსულ „შაჰ-ნამეში“, 800 წელს ჩაწერილ ძველ გერმანულ ჰილდებრანტის საგაში, კელტურ ეპოსში, ანგლოსაქსურ „ბეოვულფში“, რუსულ ბილინების ილია მურომეცის ციკლში, ქართულ „როსტომიკნში“ და სხვაგან. გეოგრაფიული სკოლის წარმომადგენელნი ამგვარი სიუჟეტების მონოგრაფიულ კვლევას აწარმოებდნენ.

ე. ვირსალაძე

ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946;
  • ქს. სიხარულიძე, ქართული საგმირო-საისტორიო სიტყვიირება, თბ., 1247;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები