მჟავე ლაიმი
ლაიმი - (Citrus aurantifolia (Christ) Sw.) ჩვენში ახალი კულტურაა. მცენარე 2,5–3,5 მეტრი სიმაღლისაა. მისი ვარჯი სქელი, გაშლილი და პირამიდულია. ხის ტანი განტოტების ძირთან 6–7 სმ. ძირითადი ტოტები 4–5-ია, წვრილი და მაგარი.
ყლორტი მრგვალია, მწვანე, ხშირი მუხლადობით. ეკლები წვრილია, მრგვალი, პატარა, მაგარი და ძალიან მახვილი.
ფოთოლი პატარაა, 8, 0–4,5 სმ., მოგრძო ლანცეტისებრი, მუქი მწვანე. ფოთლის ყუნწი 0,5–0,6 სმ. სიგრძისაა, შემორკალულია ვიწრო ფრთებით.
ყვავილი პატარაა, ჯამი ღია მწვანეა, გვირგვინი თეთრია, გარედან ოდნავ შეფერილია იისფრად. მტვრიანები 15 – 20. ბუტკოს სვეტი მოკლეა, დინგი – პატარა.
ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრია, სიმაღლე აქვს 5, 5–6, 0 სმ., დიამეტრი – 4,5–5,0 სმ., წონა – 85–105 გრამი. ზედაპირი პრიალაა და გლუვი. ნაყოფს მომრგვალო ბუტკოს სვეტის ნაშთი აქვს. სირბილე მწვანეა, სეგმენტები – 8–9, თანაბარი ზომისაა, თხელაპკიანი და სოლისებრია. საწვნე უჯრედები მოგრძო თითისტარისებრია. წვენი უხვი აქვს, მკრთალი, მოყვითალო-მომწვანო, ძალიან მჟავე გემოსი (სიმჟავიანობა 6,77%). ნაყოფის კანი თხელია – 0,2–0,3 სმ., ელასტიკური და მაგარი აღნაგობისა, ყვითელი ფერისა. ახლად მოკრეფილი ოდნავ მწვანეა, არამწარე. თესლი თითქმის არა აქვს. მწიფდება დეკემბრის პირველ ნახევარში, უხვმოსავლიანია.
რემონტატურობა არ ახასიათებს.
ყინვის ნაკლებ გამძლეა.
ნაყოფი დიდხანს არ ინახება და შორ ტრანსპორტს ვერ იტანს.