მჟანგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მჟანგავი – ნივთიერება, რომელიც ადვილად წარმოქმნის ჟანგბადს ან სხვა მჟანგავ აირს, ან ადვილად შედის ისეთ რეაქციებში, რომლებიც ხელს უწყობს ან იწვევს (აინიცირებს) წვადი მასალების წვას და გაცხელების ან დაბინძურების დროს შეიძლება სწრაფად დაიშალოს. არსებობს 4 კლასის:

კლასი 1. მჟანგავი, რომელიც ზომიერად არ ზრდის წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს;
კლასი 2. მჟანგავი, რომელიც ზომიერად ზრდის იმ წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს, რომელთაც ეხება;
კლასი 3. მჟანგავი, რომელიც ძალიან ზრდის ისეთი წვადი ნივთიერებების წვის სიჩქარეს, რომელთაც ეხება;
კლასი 4. მჟანგავი, რომელსაც ახასიათებს ფეთქებადი რეაქცია დაბინძურების ან თერმული ან ფიზიკური ზემოქმედებისას და ძლიერ ზრდის იმ მასალების წვის სიჩქარეს, რომლებსაც ეხება. ამასთან, მჟანგავი ზრდის რა წვის სიჩქარეს, შეიძლება გამოიწვიოს წვადი ნივთიერებების თვითაალება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები