მრავალგანზომილებიანი სივრცე
მრავალგანზომილებიანი სივრცე – რეალური ფიზიკური სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცის ცნების განზოგადება. ევკლიდური სივრცე, რომელსაც ელემენტარული გეომეტრია სწავლობს, სამგანზომილებიანია, სიბრტყეები – ორგანზომილებიანი, წრფეები – ერთგანზომილებიანი.
n - განზომილებიანი (nϵN) ევკლიდური სივრცის M წერტილი მოცემულია n კოორდინატით – M(x1,x2,...,xn), რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი ნამდვილი მნიშვნელობის მიღება. ყველა გეომეტრიული ცნება სამგანზომილებიან სივრცეში განზოგადდება n - განზომილებიანი სივრცისათვის. მაგალითად, მანძილი n – განზომილებიანი სივრცის ორ M(x1,x2,...,xn), და N(y1,y2,...,yn), წერტილებს შორის (p) განისაზღვრება ანალოგიურად სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცისა:
n - განზომილებიანი ევკლიდური სივრცის ცნებას ფართოდ იყენებენ მრავალი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში.