მრავალკამერიანი კინოგადაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალკამერიანი კინოგადაღება – ერთი და იგივე ობიექტის ერთდროული გადაღება რამდენიმე კამერით, სხვადასხვა რაკურსითა და ხედის სხვადასხვა სიდიდით. გამოიყენება კინოქრონიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, განუმეორებელი მოვლენების გადაღებისას, ხოლო მხატვრულ კინემატოგრაფიაში – მასობრივი სცენების, რთული დადგმითი ეფექტების და სხვათა გადადებისას. მრავალკამერიანი გადაღება განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება სატელევიზიო ფილმების ტელესპექტაკლების ტელეკონცერტების წარმოებაში.