მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius multiformus Fr. რუს.Паутинник многообразный)
ქუდი – 4-1 0 სმ დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცულია, შემდეგ – გაშლილი წებოვანი ზედაპირით, თეთრი აბლაბუდისებრი საბურვლით, მოყვითალო-ყავისფერია. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ – ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.
ფეხი – 7-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა; ძირში ბოლქვისებრო. და თეთრი, ჟანგმიწისფერ-ყავისფერია.
რბილობი – თეთრია, თაფლის მოტკბო სუნით.
სპორები – ნუშის ფორმისაა, წვრილხორკლიანი ზედაპირით, მოყვითალო-მურაა, 10-12X5-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.