მრავალფენიანი კისელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალფენიანი კისელი
1 ჭიქა რძე;
2 ს/კ კარტოფილის სახამებელი;
1 ჭიქა მოცხარის წვენი;
1 ჭიქა ქაცვის წვენი;
4 ს/კ შაქარი;
1 ს/კ ვანილიანი შაქარი.
2 ს/კ სახამებელი გავხსნათ ერთ ჭიქა გადადუღებულ ცივ წყალში. რძე ავადუღოთ, დავუმატოთ ვანილიანი შაქარი, ჩავასხათ მომზადებული სახამებლის 1/3, წამოვადუღოთ და გავაცივოთ. მოცხარის წვენი წამოვადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, დარჩენილი სახამებლის ნახევარი, ისევ წამოვადუღოთ და გავაცივოთ. ასეთივე წესით მოვამზადოთ ქაცვის წვენიც. შემდეგ ავიღოთ ჭურჭელი და ფენებად ჩავასხათ მომზადებული ნარევები. მაგიდასთან მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.