მრავალფერდა სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალფერდა სახურავი (ინგლ. sloping roof) – გეგმაში კვადრატული ან მართკუთხა ფორმის სახურავი, რომელსაც ორი ან მეტი ფერდი აქვს.
არსებობს მისი მრავალი სახეობა: წვეტურა (მარტივი სახურავის სახეობა, რომელსაც აქვს გადაბრუნებული ლათინური V-ს ფორმა), A-სებრი (ლათინური A-ს ფორმის კარკასის მქონე სახლის სახურავი, რომლის ფერდები შენობის საფუძვლის ხაზის სიახლოვიდან იწყება), რთული და სხვა.