მრავალციცხვიანი ექსკავატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალციცხვიანი ექსკავატორი − მიწასათხრელი უწყვეტი მოქმედების მანქანა, რომელიც შეიძლება იყოს ჯაჭვური და როტორული. პირველში ციცხვები განლაგებულია უწყვეტ ჯაჭვზე, ხოლო მეორეში – როტორულ თვალზე. გადაადგილების სახეობის მიხედვით განასხვავებენ რელსურს, მუხლუხოვანს, რელსურ–მუხლუხოვანს, მაბიჯსვლაზე ან მაბიჯ-რელსურ ექსკავატორებს. გამოიყენება რბილი ქანების ამოსაღებად.