მრავალწახნაგა კუთხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალწახნაგა კუთხე – სივრცის ნაწილი, შემოსაზღვრული მრავალწახნაგა კონუსური ზედაპირით, რომლის მიმმართველია ბრტყელი მრავალკუთხედი, რომელსაც არა აქვს თვითგადაკვეთის წერტილები. ამ ზედაპირის წახნაგებს მრავალწახნაგა კუთხის წახნაგებს უწოდებენ, ხოლო მის წვეროს – მრავალწახნაგა კუთხის წვეროს.
მრავალწახნაგა კუთხის ზომაა სფერული მრავალკუთხედით შემოფარგლული ფართობი, რომელიც მიიღება მრავალწახნაგა კუთხის წვეროში მდებარე ერთეული რადიუსის მქონე სფეროს მრავალწახნაგა კუთხის წახნაგებთან გადაკვეთით.