მრავალწერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრავალწერტილი (…) – ჰორიზონტალურ რიგში გამწკრივებული სამი წერტილი (…) სიმრავლის აღმნიშვნელი უძველესი ნიშანი. იხმარება გაწყვეტილი სიტყვის ან დაუმთავრებელი ფრაზისა თუ წინადადების ბოლოს, მათ შორის ციტატის არასრულად მოყვანისას: „მტკი… და დადუმნა ხოლო“ (ი. ცურტაველი); „მე კი… ნიადაგ მახსოვხარ, / არც საით მომესვენები“ (ა. კალანდაძე).
მრავალწერტილი იხმარება აგრეთვე მოქმედებათა პერიოდული მონაცვლეობის აღსანიშნავად: „კუთხიგორს ერთი ვარსკვლავი/ ციმციმებს… ქრება… ციმციმებს“ (ა. კალანდაძე).
შ. აფრიდონიძე