მრავალჯერადი რვიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალჯერადი “რვიანი” - ამ კვანძის გამოყენება შეიძლება, როცა საჭიროა თოკის დროებით დამოკლება ან მისი სიგრძის გარკვეული, არასაიმედო ნაწილის მუშაობიდან გამოთიშვა გაწყვეტის საშიშროების შემთხვევაში.

მაგალითად, თუ მუყაოს ყუთზე შემოხვევის, შემოჭერის შემდეგ, თოკის გრძელი ნაწილი რჩება, მაშინ ამ კვანძის გამოყენებით, შეიძლება თოკიც დამოკლდეს და ყუთს მოხერხებული სახელურიც გაუკეთდეს. ამ კვანძით კარგი სახელური გამოდის ძაღლის სატარებელი თასმისთვისაც.

შეკვრის პროცესში ყოველ ნახვევს თუ დავჭიმავთ და მივაჩოჩებთ წინამდებარესთან, მაშინ კვანძი გამოვა თანაბარი და მჭიდრო. მრავალჯერადი “რვიანი” თოკს არ აფუჭებს და ძლიერად დაჭიმულიც ადვილად იხსნება.


წყარო

საზღვაო კვანძები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები