მრავინსკი ევგენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ევგენი მრავინსკი – (22. V. 1903, პეტერბურგი – 21.I.1988, იქვე), რუსი დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი. 1931 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1932-38 იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. 1938-იდან კი ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დორიჟორი. მრავინსკი სადირიჟორო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მრავინსკის ხელმძღვანელობით პირველად აჟღერდა შოსტაკოვიჩის (V,VI, VIII, IX, X სიმფონიები), აგრეთვე პროკოფიევის, ხაჩატურიანისა და სხვ. ნაწარმოებები. 1936-37 და 1961-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლენინგრადის კონსერვატორიაში. 1946-იდან გასტროლებს მართავდა ევროპის და ჩრდილეთ ამერიკის ქვეყნებში.