იდენტობის დისოციაციური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მრავლობითი პიროვნული აშლილობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდენტობის დისოციაციური აშლილობა - ასეთი აშლილობის დროს (ასევე ცნობილია, როგორც ICD-10-ის ტერმინი - „მრავლობითი პიროვნული აშლილობა”) პაციენტისთვის დამახასიათებელია ქცევის ორი პატერნის უეცარი მონაცვლეობა, რომელთაგან მას მხოლოდ ერთი (მოცემულ მომენტში არსებული) ახსოვს, ხოლო მეორე ავიწდება. ამ პატერნებიდან ერთი ასახავს ადამიანის რეალურ პიროვნებას, ხოლო მეორე „პიროვნება“ წარმოადგნეს ემოციური რეაქციების, დამოკიდებულებების, მოგონებების და სოციალური ქცევების ინტეგრირებულ ერთობლიობას, რომელიც ხშირად კონტრასტულად განსხვავდება რეალურისგან. ზოგჯერ ადამიანში ორზე მეტი „პიროვნებაა“.

1 ბოქსში მოცემულია ამ აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები DSM-IV-ის მიხედვით. იდენტობის დისოციაციური აშლილობა იშვიათად გვხვდება, მაგრამ გარკვეულ პერიოდებში, განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ის უფრო ხშირად იყო დაფიქსირებული. ეს ფაქტი, ალბათ, უფრო ამ აშლილობის მიმართ ექიმების ინტერესის ცვალებადობაზე მიუთითებს, ვიდრე მისი გავრცელების სიხშირეზე. ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში იდენტობის დისოციაციური აშლილობის დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა (განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში), მაგრამ არ არის დადგენილი, ასახავს თუ არა ეს რეალურ ვითარებას. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები არ იძლევა პასუხს იმის თაობაზე, თუ რით შეიძლება აიხნსას ასეთი განსხვავებები გავრცელების სიხშირის მაჩვენებელებში.

პაციენტებთან, რომლებიც 1 ბოქსში აღწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ხშირად ვხვდებით სხვა აშლილობების, მაგ., შიზოფრენიის, პიროვნული აშლილობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. ბევრ პაციენტს, ასევე, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება. იდენტობის დისოციაციურ აშლილობასა და ამ მდგომარეობებს შორის ურთიერთკავშირი გრძელვადიანი კვლევებით უნდა დადგინდეს, თუმცა, ასეთი მეთოდური კვლევები ჩატარებული არაა.

იდენტობის დისოციაციური აშლილობის ეტიოლოგიის განხილვისას ორი საკითხი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას:

1. მძიმე ტრავმის როლი. კლინიკური გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი აშლილობის მქონე პაციენტების უმრავლესობა ბავშვობაში მძიმე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. არსებული მოსაზრების თანახმად, დისოციაცია აღმოცენდება, როგორც ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი, რომელიც,პირველადი ტრავმის მიღებისას დისტრესის შემცირებასიწვევს, მაგრამ, შემდგომში, მას ხანგრძლივი სავალალო შედეგები მოჰყვება.

2. იატროგენული ფაქტორები. ავტორთა ჯგუფი თვლის, რომ გარკვეულ შემთხვევებში, იდენტობის დისოციაციური აშლილობის დიაგნოზის დასმას განაპირობებს ცნობილი შემთხვევები პიროვნების მრავლობითი გაორების შესახებ, დიაგნოზის დასმა საკმარისი მტკიცებულების გარეშე და ჰიპნოზის გამოყენება. ამ საკითხის მიმოხილვა შემდეგ წყაროშია მოცემული: Putnam and Loewenstein (2000).ზოგი ავტორი, იდენტობის დისოციაციურ აშლილობას იატროგენულ ავადმყოფობად განიხილავს (Merskey, 2000).

სარჩევი

იდენტობის დისოციაციური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

ბოქსი 1. იდენტობის დისოციაციური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

DSM-IV-ის მიხედვით

ა. ორი ან უფრო მეტი განსხვავებული იდენტობის ან პიროვნული მდგომარეობის არსებობა. თითოეულ მათგანს გარე სამყაროსა და საკუთარი თავის აღქმის, გააზრებისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულების მეტ-ნაკლებად მყარი პატერნი ახასიათებს.
ბ. არსებული იდენტობიდან ან პიროვნული მდგომარებიდან მინიმუმ ორი, პერიოდული მონაცვლეობით, აკონტროლებს პიროვნების ქცევას.
გ. მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაციის გახსენების უუნარობა, რაც ნორმალური გულმავიწყობის საზღვრებს სცილდება.
დ. დარღვევები არ არის განპირობებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების უშუალო ფიზიოლოგიური ეფექტებით (მაგ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას გონების დაბინდვა

ან ქაოტური ქცევა) ან სომატური დაავადებით (მაგ., კომპლექსური პარციალური გულყრა).

შენიშვნა: ამ აშლილობის სიმპტომები არ უნდა დავუკავშიროთ ბავშვებში წარმოსახვით მეგობრებთან თამაშს ან სხვა სახის თამაშებს, რომლებშიც ფანტაზია მონაწილეობს.

კლინიკური სურათი

მთავარ ნიშანს წარმოადგენს საკუთარი თავისა და აღქმული სამყაროს არარეალურობის შეგრძნება. პაციენტს ისეთი განცდა აქვს, რომ მისი ემოციები დაჩლუნგებულია, ხოლო ქმედებები - მექანიკური, რაც მისთვის (რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს) უკიდურესად უსიამოვნოა. პაციენტს შენარჩუნებული აქვს საკუთარი განცდების სუბიექტური გაცნობიერების უნარი. ასეთი სიმპტომები შეიძლება ინტენსიური იყოს და თან ახლდეს déjà vu და ცვლილებები დროის აღქმაში. ზოგიერთი პაციენტი უჩივის სენსორულ დარღვევებს სხეულის ერთ რომელიმე ნაწილში (მაგ., თავის, ცხვირის ან კიდურის დეფორმაციას). მას ისეთი განცდა აქვს, თითქოს სხეულის ეს ნაწილი ბამბისგანაა გაკეთებული.

პაციენტების ორი მესამედი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ავადმოყოფობა ხშირად მოზარდობის პერიოდში ან ზრდასრული ცხოვრების ადრეულ წლებში იწყება. შემთხვევების დაახლოებით ნახევარი 30 წლის ასაკამდე იჩენს თავს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, უეცრად ვლინდება - ზოგჯერ მაშინ, როდესაც პიროვნება აქტიურია, ზოგჯერ კი - დაძაბული ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ რელაქსაციის მდგომარეობის დროს (Shorvon et al., 1946). დეპერსონალიზაციური აშლილობა, ხშირად, მრავალი წლის მანძილზე გრძელდება, თუმცა მას ნაწილობრივი ან სრული რემისიის პერიოდები ახლავს თან.

იხილე აგრეთვე

მრავლობითი პიროვნება

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები