მსიგხუას წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მსიგხუას წარწერები – IX-X სს., ერთ-ერთი უძველესი ქართული ასომთავრული წარწერები დასავლეთ საქართველოდან. რელიეფური წარწერები მოთავსებულია კრამიტის კალიპტერებზე, რომლებიც აღმოჩნდა 1962 გუდაუთის რაიონის სოფ. პრიმორსკოეს მახლობლად (მსიგხუას) მთაზე მიკვლეული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას.

წარწერების მიხედვით, კალიპტერები ორი ტიპისაა. პირველი ტიპის კალიპტერის (ზომა 15,5X10 სმ) ცენტრში წარმოდგენილია „მალტური“ ჯვარი; კალიპტერზე არის სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც იკითხება ქვემოდან ზემოთ; ტექსტის ბოლო სიტყვის („ა ~ ნ“) ასოები იკითხება ისე, როგორც სარკეში. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 30 ცალი (28 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 2 – ხელნაწერთა ინ- ტში). I ტიპის კალიპტერის წარწერის ტექსტი ასეთია: „ქრისტე, შეიწყალე მიქაელ, ამენ“. II ტიპის კალიპტერის (ზომა: 13,5X10 სმ) ცენტრში წარმოდგენილია „მალტური“ ჯვარი; მის ზედაპირზე მოთავსებულია ორსტრიქონიანი წარწერა, რომელიც იკითხება ქვემოდან ზემოთ; სიტყვა „ამენ“ ისევ შეტრიალებულად (როგორც სარკეში) იკითხება. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 16 ცალი (15 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 1 – ხელნაწერთა ინსტიტუტში; II ტიპის კალიპტერის წარწერის ტექსტი ასეთია: „მიქაელ, ამენ“. წარწერები კალიპტერების ორივე ტიპზე, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, თარიღდება IX-X სს-ით: ასო გადმოცემულია დაბალი ყელით და აქვს ნუსხურისაკენ მიდრეკილება, და ლ ასოების განივი ხაზი მარცხნივ არ გადადის.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი (ლაპიდარული წარწერები, IV, ვ. სილოგავას გამოც, თბ., 1980.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები